„თბილისი მოლი“ ქალაქის ცენტრიდან 13 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, ჩვენთან მოსვლა მარტივია ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან. ისარგებლეთ „თბილისი მოლის“ ტაქსის სერვისით და გვესტუმრეთ თბილისის ნებისმიერი უბნიდან მხოლოდ 5 ლარად, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 790 907 070; საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ერთი ავტობუსი და ხუთი სამარშრუტო ტაქსი) გამართული მუშაობა შესაძლებლობას გაძლევთ მუდმივი კავშირი (05:30 - 22:00 სთ ) გქონდეთ ქალაქთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი მოლის“ ცენტრალურ შესასვლელთან გაჩერებული ტაქსებით.
ავტობუსის და სამარშრუტო ტაქსის ხაზები: ყოველდღიურად მოძრაობენ შემდეგი სამარშრუტო ტაქსები, ნომრებით: 44, 51, 60, 87, 116, 117; ასევე ავტობუსი ნომერი 121.
* ტრანსპორტის სამუშაო საათები შეიძლება განსხვავდებოდეს ოფიციალურ დასვენების დღეებში